სამკაულს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს. ის არა მარტო სრულყოფს, არამედ გამოკვეთს პიროვნების ინდივიდუალურ სტილსა და გემოვნებას.

ტანისამოსთან შედარებით, აქსესუარებს და მით უმეტეს, სამკაულებს, უფრო ღრმა სიმბოლური დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეთ, რაც ზრდის მათდამი ემოციურ მიზიდულობას და კავშირს.

Ania Haie-ს სამკაულებმა პოპულარობა მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინით მოიპოვა. ბრიტანული ბრენდის კოლექციები მაღალი ხარისხით და ესთეტიკურობით გამოირჩევა, დიზაინი თავისუფალია ზედმეტი დეტალებისაგან, ამიტომ მათი შეხამება სხვადასხვა სტილთან ძალიან მარტივია.

Ania Haie-ს ნამუშევრები, ძირითადად, უმაღლესი სინჯის ვერცხლშია დამზადებული. ცოტა ხნის წინ, ბრენდმა ოქროს პირველი კოლექციაც – “14k Gold” – წარადგინა. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია ყოველდღიურობისთვის შეიქმნა, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე მშვენიერი, ბზინვარე და ფერადი ქვები მათ შორის, რაც დღემდე გამოგვიყენებია. წარმოგიდგენთ ბუნებრივ ბრილიანტებს, თეთრ საფირონს, ნამდვილ ოპალებსა და ფირუზის ქვებს თქვენი ყოველდღიური დახვეწილი ლუქისთვის.“

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ოქროს სამკაული ის შეუცვლელი აქსესუარია, რომელიც ნებისმიერ დროს აქტუალურია. წარსულში, ხშირად მოისმენდით, რომ ოქრო მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებისთვისაა და არ შეიძლება პრაქტიკული და თანამედროვე იყოს ჩვენს ყოველდღიურობაშიც. Ania Haie-ის ნაზი და დახვეწილი დიზაინი არ გვზღუდავს მსგავსი სტერეოტიპებით და გვიტოვებს არჩევანის თავისუფლებას.

გამომდინარე აქედან, მათი ნამუშევრები იდეალურია ქალბატონებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ტრენდულ, დახვეწილ და მოდერნისტულს სტილს.

Ania Haie-ს ოქროს პირველი კოლექცია გაყიდვაში დეკემბერში გამოვიდა. ბრენდი წარმოდგენილია TIME-ის მაღაზიებში, ან ონლაინ – TIME.GE-ზე.