ევერ ანდერსონს საზოგადოება უკვე იცნობს, როგორც დამწყებ მსახიობს, თუმცა ამჯერად, მილა იოვოვიჩის და პოლ ანდერსონის ქალიშვილი მოდის ინდუსტრიაში ცდის ბედს. ევერი მიუჩია პრადას Miu Miu-ს სარეკლამო კამპანიის სახეა. ახალი კამპანია მოდის ფოტოგრაფიის ცნობილმა დუეტმა მერთმა და მარკუსმა გადაიღეს.
Miu Miu Nuit 2021
შემოქმედებითი დირექტორი: Miuccia Prada
ფოტოგრაფები: Mert & Marcus
სტილისტი: Lotta Volkova
მოდელი: Ever Anderson
აღსანიშნავია, რომ ეს არის ევერის პირველი სარეკლამო კამპანია მოდის ინდუსტრიაში, თუმცა თინეიჯერი უკვე რამდენიმე სეზონია აქტიურად ჩნდება პარიზის მოდის კვირეულზე. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ევერი Miu Miu-ს ჩვენებასაც დაესწრო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მისი კარიერის მხოლოდ დასაწყისია.