18-დან 22 ივნისის ჩათვლით მილანში მამაკაცის მოდის კვირეული იგეგმება. ღონისძიებაში მონაწილეობას 63 ბრენდი მიიღებს. ღონიძიების ფარგლებში დიზაინერები თავიანთ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ.
იტალიური მოდის პალატის თავმჯდომარის, კარლო კაპასას, განცხადებით, მარტში იტალიური მოდის ინდუსტრია ზრდას დაუბრუნდა და წლის ბოლოს, 80 მილიარდიან მაჩვენებელს ელიან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტის თვესთან შედარებით, გასულ თვის მონაცემებით მიღებულმა შემოსავალმა 50%-იანი ზრდა აჩვენა, ready-to-wear-ის და ფეხსაცმლის კატეგორიების გაყიდვები კი 70%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცის კვირეული კვლავ ციფრულ ფორმატში ჩატარდება, თუმცა რამდენიმე ბრენდი ფიზიკურ ჩვენენებს გამართავს, ესენია – Dolce & Gabbana, Etro და Giorgio Armani. მათი პრეზენტაციები 19, 20 და 21 ივნისს მოეწყობა.
ღონისძიება Ermenegildo Zegna-ს ჩვენებით გაიხსნება და Dima Leu-ს დისტანციური შოუთი დაიხურება.