მეტ გალას წლევანდელი თემის გავრცელების შემდეგ, ნათელი იყო, რომ ჯერემი სკოტი საღამოს ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნებოდა. თეტრალური, გაზვიადებული, ირონიული, გადაჭარბებული, ფერადი, ჯერემის აქვს ნიჭი ხშირად აბსურდული, ცუდი გემოვნების, ზედმეტად გამომხატველი და სახალისო დიზაინი მოდას მოარგოს. სწორედ ეს ხდის სკოტს 2019 წლის მეტ გალაზე ერთ-ერთ წამყვან დიზაინერს.
სკოტი წითელ ხალიჩაზე ბელა ჰადიდთან ერთად გამოჩნდა, თუმცა ბელა არ ყოფილა ერთადერთი ვარსკვლავი, ვინც მოსკინოს კაბით პოზირებდა. გვენ სტეფანი, ტრეისი ელის როსი, ქეითი ფერი, კეისი მასგრეივსი, სტელა მაქსველი, ეს იმ ვარსკვლავების ჩამონათვალია, რომლებიც გუშინ მოსკინოს სამოსით გამოჩნდნენ.
ჯერემი სკოტი და ბელა ჰადიდი




სტელა მაქსველი



კეისი მასგრეივსი



გვენ სტეფანი



ტრეისი ელის როსი



ქეითი ფერი


