ნიუ-იორკში კოსტუმების ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი საღამო გაიმართა. მაისის პირველ ორშაბათს მეტ გალას წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთცვენა ვიხილეთ. წელს თემა სუსან სონტაგის 1968 წლის ესეთი წარმოჩენილი „კემპი“ იყო. საღამოს მთავარი ორგანიზატორი ანა ვინტური შანელის სამოსში გამოჩნდა. ანას ყოველთვის შანელი აცვია, თუმცა ფერმა ყველას გაოცება გამოიწვია. ანა ვინტურს ეცვა ვარდისფერი და ლუქის შთაგონება ფლამინგო იყო. ყოველ წელს ანა 3 ვარსკვლავს და 1 დიზაინერს იწვევს,რათა საღამოს ორგანიზებაში მიიღონ მონაწილეობა. წელს ორგანიზატორებს შორის იყვნენ: ლედი გაგა, სერენა უილიამსი, ჰარი სტაილსი და ალესანდრო მიკელე. ლედი გაგა წითელ ხალიჩაზე 4 განსხვავებული ლუქით გამოჩნდა. გაზვიადებული, გადაჭარბებული, ფერადი, დეკორაციული, ზედმეტად მანევრული, ლედი გაგამ წითელ ხალიჩაზე ნამდვილი კემპი მოაწყო. მომღერალს და მსახიობს ბრენდონ მაქსველის კოსტუმები ეცვა. სერენა უილიამსი ვერსაჩეს კაბით გამოჩნდა. ირონიული და კემპი კი ამ ლუქში ფეხსაცმელი იყო. უილიამსს ვერსაჩეს ყვითელ კაბასთან და მოსასხამთან ოფ-უაითის და ნაიკის კედი ეცვა. ჰარი სტაილსი და გუჩის ალესანდრო მიკელე წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. მომღერალი გუჩის ერთ-ერთი სახეა და წითელ ხალიჩაზეც მიკელეს გუჩის სამოსი ეცვა.

ანა ვინტური

ლედი გაგა #1 ლუქი

ლუქი #2

ლუქი #3

ლუქი #4

სერენა უილიამსი

ჰარი სტაილსი და ალესანდრო მიკელე

ჰარის ლუქის დეტალები