რა შეიძლება იყოს უკეთესი დიზაინერისთვის, ვიდრე აშშ-ის ინაუგურაციაზე ახალი პირველი ლედის შემოსვა?! ეს სწორედ ის მოვლენაა, რომელზეც ისაუბრებენ და დაწერენ ყველგან. ერთი შეხედვით საკამათო არაფერია – ნებისმიერ ეპოქაში, დიდი სახელმწიფოების პრეზიდენტების და მათი მეუღლეების შემოსვა ყველა დიზაინერის საოცნებო სამსახური იყო, განურჩევლად ამ უკანასკნელის სტატუსის და მიღწევებისა. თუმცა, 2017 წელს ყველაფერი განსხვავებულად მოხდა. დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოდის ინდუსტრიაში მტკივნეულად შეხვდნენ, ამერიკელი დიზაინერების უმრავლესობამ ინაუგურაციაში მონაწილეობის მიღებაზე და მელანია ტრამპის შემოსვაზე უარი განაცხადა, მათ შორის იყო ტომ ფორდიც.

მელანიას და მოდის ინდუსტრიის ურთიერთობა ვერ შედგა. აღსანიშნავია, რომ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების თანამედროვე ისტორიაში, პირველი პირველი ლედია, რომელიც ამ ამპლუაში ამერიკული Vogue-ს ყდაზე არ დაიბეჭდა.

მიუხედავად ამისა, გამორჩეული ვიზუალის და ჩაცმის სტილის დამსახურებით, გასული 4 წლის განმავლობაში, მელანია მუდმივად ახერხებდა საზოგადოების მოხიბვლას, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. თვალი გადავავლოთ მელანია ტრამპის დასამახსოვრებელ მოდურ მომენტებს პირველი ლედის ამპლუაში.

Ralph Lauren

Reem Acra

Herve Pierre

Dolce & Gabbana

Max Mara, Herve Pierre, Manolo Blahnik

Alice Roi, Gianvito Rossi

Altuzarra

Emilio Pucci

Valentino, Hermes, Manolo Blahnik

Diane von Furstenberg

Dior

Michael Kors & Christian Louboutin

J.Mendel

Monique Lhuillier

Valentino

Alexander McQueen

Gucci

Dolce & Gabbana

Balenciaga