პარიზის მიტოვებული რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე Givenchy-ის რეზორტ კოლექციის პირველი პრეზენტაცია გაიმართა.

Jasmine Loignon-ის რეჟისორობით გადაღებული ვიდეო საფრანგეთის დედაქალაქში განთავსებული თავისუფლების ქანდაკების რეპლიკის ჩვენებით იწყება. მალევე ჩნდება კადრები, რომლებშიც ეიფელის კოშკს ვხდევათ და ჩვენ ამერიკასა და საფრანგეთს შორის გარკვეული დატვირთვის მქონე კავშირზე ვიწყებთ ფიქრს. “ჩვენი პრე-კოლექციის პირველი ჩვენებისთვის, მინდოდა ჩემი ამერიკული ფესვები და პარიზში დაწყებული ახალი ცხოვრება გამეერთიანებინა,” – განაცხადა ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა მეთიუ უილიამსმა. 

© Givenchy

კოლექციაში გამორჩეული დეტალი არის გრაფიტი, რომლის შექმნაზეც სიეტლში დაბადებულმა და მექსიკაში მცხოვრებმა არტისმა Chito-მ იმუშავა. პრინტები, მათ შორის ძაღლის და სევდიანი კლოუნის, წარმოდგენილია მაისურებზე, შარვლებზე, ფეხსაცმელებზე, ჟაკეტებზე, ნიღბებსა და ზურგ-ჩანთებზე. მეთიუმ ამჯერადაც უხვად გამოიყენა თავის ხელწერად ქცეული მეტალის მოტივები როგორც აქსესუარებში, ისე სამოსზე. 

Givenchy-ის ხსენებაზე ბევრს შესაძლოა ოდრი ჰეპბერნისეული სრულყოფილება ახსენდება, თუმცა უილისმსის ახალი კოლექცია ამ წარმოდგენისგან ძალიან შორს დგას. ის თინეიჯერულ სულისკვეთებას ავლენს და ელეგანტურობის იდეაზე აღმოცენებულ ბრენდში გრანჟის ელემენტები შეაქვს. ეს არის ახალი Givenchy და ვისთვის შეიძლება იყოს განსაკუთრებით მიმზიდველი? რა თქმა უნდა, ქუჩის სტილით შეპყრობილი თაობა Z-ისთვის. 

Givenchy-ის 2022 წლის გაზაფხულის პრე-კოლექციის ჩვენება