ბოლო პერიოდში, არაერთი გავლენიანი გამოცემა აქტიურად წერს, რომ ახლა მოდაში სოკოს მომენტია. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სახელგანთქმულმა ბრენდებმა მისგან დამზადებული ტყავით თავიანთი პროდუქტების განახლების შესახებ გააჟღერეს. მაგალითად, ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Hermès თავის ჩანთა “Victoria”-ს შესაქმნელად სოკოზე დაფუძნებულ ტყავს გამოიყენებდა. ამჯერად Adidas-მა განაცხადა თავისი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პროდუქტის – Stan Smith-ის, ახალი ვერსიის სოკოს ტყავისგან დამზადების შესახებ.
ფეხსაცმელი წარმოდგენილი იქნება Stan Smith Mylo სახელით, რომელიც ინოვაციურ მასალას მიემართება. მის შესაქმნელად ადიდასმა ბიოტექნოლოგიურ კომპანია Bolt Threads-თან ითანამშრომლა. სოკოს ვეგანური ტყავი ლაბორატორიაში მიცელიუმისგან მიიღება და მის გასაზრდელად ორი კვირაა საჭირო.
Stan Smith Mylo-ს ფასისა და გამოსვლის თარიღის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Rick Owens და Veja თანამშრომლობას კვლავ აგრძელებენ და Runner Style 2-ს სამ ახალ ფერში გვთავაზობენ.
მეოთხე კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ფეხსაცმელების ზედა ნაწილი 100%-ით გადამუშავებული პოლიესტერისგან არის დამზადებული. გარდა ამისა, მათი სხვა ნაწილების შემადგენლობაში ისეთ მასალებს ვხვდებით, როგორებიცაა: შაქრის ლერწამი, ბანანის ზეთი და ბრინჯის ნარჩენები.
Runner Style 2 განახლებული ვარიანტები უკვე გაყიდვაშია და მათი შეძენა Veja-ს ოფიციალურ საიტზე $290-ად არის შესაძლებელი.