ოსკარის მფლობელმა მუსიკოსმა და მსახიობმა Lady Gaga-მ ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა. Creative Freedom Is Power – ასე ჰქვია მაღალი მოდის ესთეტიკით შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს, რომელიც გაგასა და ვინტაჟური, ექსკლუზიური შამპანიურის მწარმოებელი ბრენდის, Dom Pérignon-ის კოლაბორაციაა. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლური სასმლის ამ ბრენდს მოდის ცნობილი კონგლომერატი, LVMH ფლობს. ვიდეოზე ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ნიკ ნაითმა იმუშავა.
მოკლემეტრაჟიან ფილმში ლედი გაგა ოტ კუტიურ სამოსის თანხლებით, თავისსავე კომპოზიციის ‘Free Woman’-ის ფონზე პოზირებს. კოლაბორაცია Dom Perignon-ის ექსკლუზიურ სასმელს – Rosé Vintage 2006-ს ეძღვნება, რომლის ლიმიტირებული სერია – 110 ბოთლი ბრენდმა ხელახლა უნდა გამოუშვას. სასმლის ბოთლის დიზაინზე ლედი გაგამ თავის რჩეულ კოლაბორატორ დიზაინერთან და სტილისტთან, ნიკოლა ფორმიჩეტისთან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ LVMH-ის საკუთრებაში არსებულ სასმლის ამ ბრენდთან, გაგა მომავალი ორი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.