ვოგის ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერს ქართველი მოდელი საკულტო ფოტოგრაფის, Ellen von Unwerth-ის ობიექტივში ამშვენებს.
გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც მოდის ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული ჟურნალის, ვოგის გარეკანზე მოხვდა.
როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, გარეკანს წინ უძღოდა წარმატებული სეზონი საერთაშორისო მოდის კვირეულებზე, სადაც გვარლიანი ისეთი ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიცაა: შანელი, დიორი, ფენდი, კაროლინა ერერა.
2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულების დასრულების შემდეგ, Models.com-მა მატილდა სეზონის ტოპ ახალბედა სახეებში დაასახელა.
Vogue ნიდერლანდები – დეკემბერი 2022/იანვარი 2023