ქართველი გულშემატკივრებისთვის კრუიზული კოლექციების სეზონი საინტერესოდ გრძელდება. გუშინ, კალიფორნიაში, Louis Vuitton-ის 2023 წლის კრუიზული შოუ გაიმართა. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო მატილდა გვარლიანმა. ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახე ფრანგული ბრენდის პოდიუმზე პირველად გამოვიდა.
მატილდას კარიერაზე ზრუნავს სამოდელო სააგენტო Look Models Management, რომელსაც ნინო ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.