მიმდინარე სეზონი მატილდა გვარლიანისთვის წარმატებით გრძელდება. ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი მოდელი Fendi-ის ჩანთა “ბაგეტისადმი” მიძღვინილ საიუბილეო შოუზე და Carolina Herrera-ს ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე ვიხილეთ. მილანში ის კვლავ გამოვიდა Fendi-ზე, პარიზში კი მონაწილეობა მიიღო Dior-ის შოუში. საფრანგეთის დედაქალაქში მან Rokh-ის ჩვენებაც გახსნა.

დღეს მატილდას პორტფოლიოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოდის სახლის სახელი შეემატა. ის პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Chanel-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.

© Vogue Runway

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მატილდამ სხვა ცნობილ ბრენდებთანაც ითანამშრომლა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული Emporio Armani-ის და Polo Ralph Lauren-ის კამპანიებში, მაისში ის Louis Vuitton-ის ჩვენებაზეც გამოვიდა.

საქართველოში მოდელის დედა სააგენტო არის – Look Models Management, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში მას სამოდელო სააგენტო Next წარადგენს, ბარსელონაში Uno Models, კოპენჰაგენში Elite, ხოლო მიუნხენში – Munich Models.