ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანისა და ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის, CHANEL-ის თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად გვარლიანი CHANEL -ის Métiers d’art შოუზე გამოვიდა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ხანგჭოუში 3 დეკემბერს გაიმართა.
გეტყვით, რომ 2024 წლის იანვარში, შანელმა ქართველი მოდელი ბესტ-სელერი სუნამოს, CHANCE-ის რეკლამაში გადაიღო. სუნამოს 4 არომატის რეკლამისთვის ბრენდმა 4 ახალბედა მოდელი შეარჩია. თანამედროვეობაში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც Chanel -ის რეკლამისთვის შერჩეულ მოდელებს შორის ქართველიც მოხვდა.
რაც შეეხება, Métiers d’art კოლექციებს, ჩვენება პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ, ყოველწლიური ხასიათი მიიღო. Métiers d’art შოუებს შანელის მოდის სახლი ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა გამორჩეულ ლოკაციაზე მართავს.