გასული ოთხი კვირის განმავლობაში, ჩვენი სოციალური არხების მეშვეობით, აქტიურად გიზიარებდით ქართველი მოდელის წარმატების შესახებ სიახლეებს.

სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-ის გამორჩეული სახე ნიუ-იორკში, მილანსა და პარიზში 7 ჩვენებაზე გამოვიდა. მატილდამ წარადგინა დიორის და შანელის მოდის სახლების უახლესი კოლექციებიც.


მატილდა გვარლიანი საერთაშორისო პოდიუმზე – 2023 წლის გაზაფხული/ზაფხული:

Fendi – “ბაგეტისადმი” მიძღვნილი ჩვენება ნიუ-იორკში

Carolina Herrera – ნიუ-იორკის მოდის კვირეული

Sportmax – მილანის მოდის კვირეული

Fendi – მილანის მოდის კვირეული

Dior – პარიზის მოდის კვირეული

Rokh – პარიზის მოდის კვირეული (გახსნა)

Chanel – პარიზის მოდის კვირეული