Pitti Uomo-ს 103-ე გამოშვების მიწვეული სტუმრის ვინაობა ცნობილია. ის იამაიკაში დაბადებული ბრიტანელი დიზაინერი მარტინ როუზია, რომელიც თავისი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციით ფლორენციაში იანვარში წარსდგება.

Martine Rose შემოდგომა/ზამთარი 2020 © Vogue Runway

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ იანვარში კოლექციის ჩვენება Pitti Uomo-ზე მომიწევს,” – განაცხადა დიზაინერმა. “Pitti კაცის სამოსის დიზაინს ყურადღების ცენტრში სხვებზე ადრე აქცევდა და მასში მონაწილეობა ჩემთვის დასაფასებელ ძალიან ბევრ დიზაინერს მიუღია. ყველანი აღელვებულები ვართ ჩვენი მომდევნო კოლექციით ფლორენციაში დაგეგმილი ვიზიტით, მიყვარს ეს ქალაქი.”

გასულ წლებში, Pitti Uomo-ზე მიწვეულ დიზაინერებს შორის იყვნენ: თებე მაგუგუ, ლუკ და ლუსი მეიერები, ტელფარი, ქრეიგ გრინი და ა.შ. მომავალი ღონისძიება 2023 წლის 10-13 იანვარს მოეწყობა.