პანდემიისას, სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მარკ ჯეიკობსი ყველასაგან გამოირჩეოდა. პანდემიურ ყოველდღიურობას მისთვის ხელი არ შეუშლია არტისტულობა და ჩვეული სტილი შეენარჩუნებინა. ახლახანს, ჯეიკობსმა COVID-19-ის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა და ტრადიციულად, ამ მოვლენის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე განათავსა. ვაქცინაციისას, თავისი იმიჯით ჯეიკობსმა კიდევ ერთხელ შეგვხსენა, რომ არ არსებობს შემთხვევა, რისთვისაც ის საგანგებოდ არ ემზადება. გამოქვეყნებულ ფოტოზე, ჯეიკობსს Comme des Garçons-ის შორტები, Balenciaga-ს პერანგი, ლეოპარდის პრინტებით გაფორმებული მოსაცმელი და Rick Owens-ის ჩექმები აცვია. როგორც დიზაინერმა გამომწერებს აუწყა, ის pfizer-ით აცრილების გუნდს შეუერთდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მარკ ჯეიკობსი ვაქცინაციისათვის საგანგებოდ გამოეწყო. მარტის დასაწყისში ჯეიკობსი Pfizer-ით პირველად აიცრა და ამ შემთხვევაშიც, ეს ამბავი გამომწერებს ინსტაგრამზე განთავსებული სელფის მეშვეობით შეატყობინა.