მარკეზას თანადამფუძნებელი, კერენ ქრეიგი ბრენდს ტოვებს. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ამერიკული ბრენდი, რომელიც 2004 წელს კერენ ქრეიგმა და ჯორჯინა ჩეპმენმა დააარსეს და, რომელიც განსაკუთრებით საქორწინო და საღამოს კაბებთან ასოცირდება, ბოლო წლებში რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ჩემპენის ქმარი, ჰარვი ვაინშტაინი 2017 წელს სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშალეს. 2018 წლის თებერვალში კი ბრენდმა საკუთარი შემოდგომა/ზამთრის ჩვენება გააუქმა და მას შემდეგ შოუ აღარ გაუმართავს.

კერენ ქრეიგი(მარცხნივ) და ჯორჯინა ჩეპმენი(მარჯვნივ) მარკეზას ჩვენების ფინალში
 © PixelFormula

“მიუხედავად იმისა, რომ რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ძალიან ვამაყობ კომპანიით, გუნდით და წარმატებით, რომელსაც მიაღწია. აღელვებული ვარ დამატებითი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოკვლევის დაწყებით, ჩემი, როგორც დიზაინერის პოტენციალი ახალი მიმართულებით წარვმართო” – კერენ ქრეიგი

2019 წელი არანაკლები ცვლილებებით დაიწყო. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კელვინ კლაინის შემოქმედებითი ხელმძღვანლის პოზიციას რაფ სიმონსი კონტრაქტით გაფორმებულ დროზე ადრე ტოვებდა. აპრილში კი სკიაპარელი დატოვა დიზაინერმა ბერტრონ გუიომ, რომელიც დენიელ როზბერმა ჩაანაცვლა. გასულ კვირაში კი უმბერტო ლეონმა და კაროლ ლინმა კენზოს მოდის სახლი დატოვეს. ვრცელდება ჭორები, რომ კენზოს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია 44 წლის პორტუგალიელმა დიზაინერმა, ფილიპ ოლივეირა ბაპტისტამ დაიკავოს, რომელმაც ლაკოსტა 8 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ 2018 წელს დატოვა.

მარკეზას უახლესი რესორთ კოლექცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომელის კატალოგშიც მონაწილეობა ქართველმა მოდელმა, თათია ახალაიამ მიიღო. (იხილეთ)