მარიშა ურუშაძე ჰარპერს ბაზარის ბრაზილიური გამოცემის ივლისის ნომრის ედითორიალში გადაიღეს. ფოტოსესია გუჩის ახალ კოსმეტიკურ ხაზს ეხება. ქართველი მოდელი 2017 წელს გუჩის ექსკლუზიური მოდელი გახდა. ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა ბრენდის ყველა ჩვენებაში და სარეკლამო კამპანიაში. მარიშას კონტრაქტი აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან, ნექსთ მოდელს მენეჯმენტთან. საქართველოში ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო, ლუქმოდელს მენეჯმენტი წარადგენს.
ფოტოგრაფი: Ace Amir
სტილისტი: Anna Katsanis
თმის სტილისტი: Evanie Frausto
მაკიაჟის არტისტი: Colleen Runne
პროდიუსერი: Filipa Bleck