შანელის მოდის სახლმა მარგო რობი ბრენდის სუნამოების ახალ საერთაშორისო ელჩად დაასახელა. მსახიობი ფრანგულ ბრენდთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. მარგო უწევდა რეკლამას შანელის “Coco Neige” კოლექციას 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე.

Chanel

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შანელი სუნამოს საერთაშორისო სახედ მსახიობს ასახელებს. ბრენდის კამპანიებში კინო ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ნიკოლ კიდმანი, კირა ნაიტლი და კრისტენ სტიუარტი.

მარგო რობის ახალი როლი აქვს კვენტინ ტარანტინოს ფილმშიც. გუშინ ავსტრალიელი ლამაზმანი კანის 2019 წლის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ლეონარდო დიკაპრიოსთან, ბრედ პიტთან და კვენტინ ტარანტინოსთან ერთად გამოჩნდა. მარგოს შანელის სამოსი ეცვა 2012 წლის კოლექციიდან.

JOEL C RYAN/INVISION/AP