გასული წლის მაისში ჯერად კლუტინგი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიჩიგანში მშვენიერი და მზიანი დღე იყო, როდესაც ჯერადს ქუჩაში თავს დაესხნენ და 1700 დოლარად შეფასებული ლუი ვიტონის ჩანთა მოსთხოვეს. 3 გასროლის მიუხედავად ჯერადმა საყვარელი ჩანთა არ დათმო. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ამ ჩანთის საყიდლად ძალიან ბევრი იმუშავა და სურს, რომ ცხოვრების ბოლომდე ჰქონდეს.

ჯერადი და თავისი საყვარელი ლუი ვიტონის ჩანთა

„ვშოპინგობდი და ვსეირნობდი, როდესაც მან (მძარცველმა) ბენდენა ჩამოიცვა, იარაღი დამიმიზნა და ჩანთა მომთხოვა. შევეკამათე და ვუთხარი, რომ ამ ჩანთას ვერ მივცემდი, რის შემდეგაც გაისროლა. გავუმეორე, რომ ჩანთას ვერ მივცემდი, მეორეჯერაც გაისროლა. გამოვიქეცი, მესამე გასროლის შემდეგ შემეშინდა, რადგან ზურგით ვიყავი. ეს ჩემი საყვარელი ჩანთაა, ფულს დიდი ხანი ვაგროვებდი რომ მეყიდა. 1700 დოლარი გადავიხადე და ვერ დავთმობდი.“

პოლიციამ შემთხვევაზე 22 წლის კრისტიან სტივენი დააკავა.