გუჩის ახალი კოლექციის ჩვენება ლოს-ანჯელესში გაიმართა. ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია იტალიური ბრენდის მომდევნო შოუს ლოკაციის შესახებ, ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ჩვენება ვარსკვლავების გარეშე არ ჩაივლიდა. მიუხედავად ამისა, ბრენდის შემოქმედებითმა გუნდმა მაინც შეძლო მიწვეული სტუმრებისთვის საინტერესო და მოულოდნელი სიურპრიზის მოწყობა.
პოდიუმზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა ამერიკელი მსახიობი მაკოლეი კალკინი, ყველასთვის ცნობილი, როგორც კევინი ფილმიდან „მარტო სახლში“.
Gucci 2022 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია – ლოს ანჯელესი.
რაც შეეხება ჯარედ ლეტოს, მსახიობი და მუსიკოსი Gucci -ის გლობალურ ელჩებს შორისაა. გარდა ამისა, ჯარედი მონაწილეობს გახმაურებულად დაანონსებულ ფილმში – House of Gucci. ლეტო ეკრანებზე ბრენდის დამფუძნებლის, გუჩიო გუჩის შვილიშვილს, პაოლო გუჩის განასახიერებს.
Gucci 2022 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია – ლოს ანჯელესი.
ახალი კოლექციის ჩვენება სრულად