პაპარაცებმა ამერიკელი მომღერალი, მაილი საირუსი ახალ გადაღებაზე დააფიქსირეს. გადაღებები მალიბუს სანაპიროზე მიმდინარეობდა. საირუსი აღიარებული იტალიური ბრენდის, Gucci – ს ახალი კოლექციით არის შემოსილი. გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ მაილის ხელში სუნამო უჭირავს. თუ ცნობილი მუსიკოსი გუჩის სამოსით პოზირებს და ხელში სუნამო უჭირავს, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს – გადაღება Gucci – ს სუნამოს სარეკლამო კამპანიისთვისაა და მაილი გუჩის ახალი სახეა.


მაილი საირუსი ახალ გადაღებაზე



