Capri Holdings – ის უახლესი ფინანსური რელიზით, ცნობილი ხდება, რომ ამერიკული მოდის კონგლომერატი პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევას კვლავ ცდილობს. 2021 წლის პირველი მეოთხედის შემაჯამებელი ანგარიშით, კაპრი ჰოლდინგის გაყიდვები, 182 მილიონი დოლარით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომპანიაში კარგი მოლოდინი არსებობს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი, John D. Idol აღნიშნავს, გასული წლის იგივე პერიოდში, Capri –ის 552 მილიონიანი კლება ჰქონდა. გამომდინარე აქედან, ერთის მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი სახეზეა, თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ კაპრი ჰოლდინგი ფლობს სამ საერთაშორისოდ ცნობილ ბრენდს, ესენია: Michael Kors, Versace და Jimmy Choo. ახალი განცხადებით, აგრეთვე ვიგებთ, რომ კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ბრენდის სტატუსს ისევ მაიკლ კორსი ინარჩუნებს. 2021 წლის პირველ მეოთხედში, კორსის გაყიდვებმა 838 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც თითქის ოთხჯერ აღემატება ვერსაჩეს შედეგს.

ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად, კაპრი ჰოლდინგსმა Michael Kors-ის მომავალი ჩვენებაც დააანონსა, რომელიც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ფიზიკურ ფორმატში, დამსწრე აუდიტორიის წინაშე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, ამერიკელი დიზაინერი მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარს 2 სეზონით გაემიჯნა. ნიუ-იორკში მოდის კვირეული 8-12 სექტემბერს იგეგმება.