გუშინ, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლუი ვიტონის ქარხნის გახსნას ტეხასში დაესწრო. ოფიციალური გახსნის ცერემონიას ყველაზე დიდი კონგლომერატი კომპანიის – LVMH-ის დამფუძნებელი, ბერნარ არნო თავის ვაჟთან და კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელებთან ერთად უძღვებოდა, პრეზიდენტს კი თან საკუთარი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი ახლდა.

Cr: The Washington Post

როგორც მედია იუწყება, ახალ გახსნილ ქარხანაში 5 წელში 1000 კაცის დასაქმებას ვარაუდობენ. შესაბამისად, პრეზიდენტმა და კონგლომერატმა შეხვედრისას ძირითადი აქცენტი სწორედ ამ თემაზე გააკეთეს, თუმცა მედიისა და ინტერნეტის ყურადღება სულ სხვა რამემ მიიქცია – ტრამპმა ფრნაგული მოდის სახლის სახელი არასწორად გამოთქვა:

“ლუი ვუტონი ის სახელია, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. წლების მანძილზე ბევრი ფული დამიხარჯავს მასში” – დონალდ ტრამპი

რა თქმა უნდა, მოდის მიმდევრების გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. ამ მხრივ, ყველაზე სახალისო და საინტერესო კონტენტი კარგად ნაცნობმა პლატფორმებმა – “Diet Prada”-მ და “Siduations”-მა შემოგვთავაზა:

View this post on Instagram

It’s a VOOTON ? #louisvooton #vooton #siduations

A post shared by sidney (@siduations) on