გასულ წელს ვიქტორია სეკრეტის გენერალურმა დირექტორმა, ედ რაზეკმა ვოგთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პლუს ზომის მოდელებსა და ტრანსგენდერებს შოუზე არ გამოიყვანდა, რადგან ვიქტორია სეკრეტის შოუები საოცნებო სამყაროს ქმნის. ედმა დაამატა, რომ 2000 წელს ჰქონდათ მცდელობა, პლუს ზომის მოდელებისთვის ცალკე შოუ მოეწყოთ, მაგრამ მაშინ არავინ დაინტერესებულა და არ თვლიდა, რომ ამის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვა. დღეს ვიქტორია სეკრეტს ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა და ისინი სეკრეტისგან განსხვავებით ნებისმიერი ფორმის და ზომის ქალისთვის არიან განკუთვნილი (რიანას Savage X Fenty ამის კარგი მაგალითია). სეკრეტში ცვლილებები საჭირო იყო, რადგან მათი საოცნებო შოუების რეიტინგი ყოველ წელს ეცემა,თუმცა ბრენდის პრობლემები ზედმეტად დიდია საიმისოდ, რომ 1 პლუს ზომის მოდელის აყვანით გადაიჭრას.
25 წლის ლორენა დურანი ესპანელი პლუს ზომის მოდელია. ის პლუს ზომის მოდელად 17 წლის ასაკიდან მუშაობს და რამდენიმე საცურაო კოსტიუმების ბრენდებთან უთანამშრომლია, მათ შორის Intimissimi-თან.
ლორენას პარამეტრები:
სიმაღლე: 175 სმ
მკერდი: 94 სმ
წელი: 74 სმ
თეძო: 107 სმ
”მოხარული ვარ და ვამაყობ ამ ახალი სამუშაოთი. მრავალფერვონების დროა. მადლობა ვიქტორია სეკრეტის გუნდს ჩემი ოცნების ახდენისთვის” – განაცხადა მოდელმა ინსტაგრამზე