ბრიტანეთის მოდის საბჭო ლონდონის მოდის კვირეულის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის განრიგს აქვეყნებს. კვირეული 19-დან 23 თებერვლის ჩათვლით სპეციალურად მისთვის მიძღვნილ პლატფორმა www.londonfashionweek.co.uk – ზე სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში დიზაინერები წარმოადგენენ როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციებს.

ოფიციალურ განრიგში ვხვდებით 95 დიზაინერს, აქედან 34 ქალის, 22 მამაკაცის, 29 ქალისა და მამაკაცის სამოსის და 10 აქსესუარების ბრენდს.

განრიგში ყველაზე მნიშვნელოვან პრეზენტაციებს შორის არის:  MY WARDROBE HQ x Belstaff, dunhill, Emilia Wickstead, Edward Crutchley, Marques’ Almeida, Molly Goddard, OSMAN, palmer//harding, Preen by Thornton Bregazzi, QASIMI, ROKSANDA, Simone Rocha, Temperley London, Tiger of Sweden, Tod’s and Central Saint Martins MA Fashion და Victoria Beckham. ასევე hluwalia, ART SCHOOL, Bethany Williams, Bianca Saunders, EFTYCHIA, ISOSCELES, Matty Bovan, Nicholas Daley, Per Götesson, Richard Quinn, ROKER და Supriya Lele

ახალ სახელებს შორის კი გვხვდება: APUJAN, av vattev, BMUET(TE), Completedworks, EIRINN HAYHOW, GEO, IA London, JENN LEE, Kaushik Velendra, Labrum London, MAXXIJ, Mithridate, Olubiyi Thomas, PUBLISHED BY, RAY CHU, Tokyo James & Yuhan Wang

შეგახსენებთ, LFW-სთვის ციფრული პლატფორმა პირველად 2020 წლის ივნისში ამოქმედდა.