დიდი ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ტახტზე 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, 8 სექტემბეტს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამეფო ოჯახის მიერ სამწუხარო სიახლის გავრცელების შემდეგ, ბრიტანეთის მოდის საბჭომ ლონდონის მოდის კვირეულში ცვლილებები დაანონსა. გაუქმდა ყველა დადგეგმილი წვეულება. გადაიდო დაკრძალვის დღეს დაგეგმილი ჩვენებები, ხოლო კვირეულში მონაწილე რამდენიმე ბრენდმა, მათ შორის: Burberry-მ და Raf Simons-მა საერთოდ გააუქმეს ამ სეზონზე ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი თავიანთი კოლექციების პრეზენტაციები. თუმცა საბჭომ მოდის პრესას და ბაიერებს მოუწოდა ეროვნული გლოვის ჟამს კვლავ გაეგრძელებინათ იმ დიზაინერების მხარდაჭერა, რომლებიც კვირეულში მონაწილეობას მიიღებდნენ, რადგან თავიანთი ჩვენებებისთვის მზადებას უამრავი დრო და რესურსი დაახარჯეს.

ლონდონში კვირეული 16-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შოუებზე დიზაინერებმა დედოფლის ხსოვნას სხვადასხვა ფორმით მიაგეს პატივი. JW Anderson-ის ჩვენების ბოლოს წარმოდგენილ ატლასის გრძელ მაისურზე განთავსებული იყო წარწერა: “მისი უდიდებულესობა დედოფალი, 1926-2022, მადლობა.”

© Vogue France
Erdem-ის ჩვენება მოდელებმა შავი ვუალებით გახსნეს და დახურეს, Harris Reed-მა კი პოდიუმზე პატარძალი დედოფლის საყვარელი მაისის შროშანის თაიგულით ხელში გაგზავნა, როცა ადამ ლამბერტი სიმღერას – “ვის უნდა სამუდამოდ იცხოვროს?” ასრულებდა.
განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ღონისძიების ბოლო დღეს გამართული Richard Quinn-ის პრეზენტაცია. ვიქტორიანული ეპოქის რეფერენსებით შექმნილი ჩვენების პირველი 22 შავი ლუქი, რომლებიც ვუალებით შენიღბულმა მოდელებმა წარადგინეს, სამეფო დაკრძალვის ცერემონიას წააგავდა. რიჩარდს და თავის გუნდს მათზე სამუშაოდ 10 დღე ჰქონდათ. მაგრამ ეს იყო ყველაფერი, რისი მოლოდინიც შესაძლოა გვქონოდა იმ ერთადერთი დიზაინერისგან, რომლის ჩვენებასაც ელისაბედ II დასწრებია.
დიზაინერები, რომლებმაც ლონდონის მოდის კვირეულის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე დედოფლის ხსოვნას პატივი მიაგეს
Halpern

© British Vogue
S.S. Daley

© Harper’s Bazaar
Erdem

© Vogue Runway
Daniel W. Fletcher

© Harper’s Bazaar
Harris Reed

© Harris Reed
Nensi Dojaka

© WWD