ქართველი დიზაინერების სამოსს ჰოლივუდის ვარსკვლავები სულ უფრო და უფრო ხშირად ირგებენ, იქნება ეს ქუჩის სტილი, წითელი ხალიჩა თუ ცნობილი სერიალები. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ვიხილეთ ქართველი დების გვანცა და ნინა მაჭარაშვილების ბრენდის Mach & Mach-ის არნახული წარმატება, ხოლო, შემდგომ ალექსანდრე ახალკაციშვილის კაბა – HBO-ს “ჭორიკანაში”, ამჯერად ქართული ბრენდის Anouki-ს კაბა Netflix-ის ჰიტ სერიალში “ემილი პარიზში” გამოჩნდა.
ახალი პრომო ვიდეო სერიალის Instagram გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სერიალში ქართველი დიზაინერის კაბა ლოს ანჯელესში დაფუძნებული პიარ სააგენტოს – Tata LA-ს მეშვეობით მოხვდა. სააგენტო ქართველი დიზაინერების უდიდეს პოპულარიზაციას განაპირობებს და სწორედ მათი მეშვეობით იცვამენ ქართულ სამოსს ჰოლივუდის ვარსკვლავები.