ნიუ-იორკის, ლონდონის, ფლორენციის და არლის შემდეგ ალესანდრო მიკელეს გუჩისთვის შექმნილი 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება რომში გაიმართა. ლოკაციად კაპიტოლიუმის მუზეუმების კომპლექსი შეირჩა.
ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ლიკა რიგვავამ. ქართული პოდიუმის მომენტის წამყვანი სახე გუჩის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა.
ლიკას ინსტაგრამი
ლიკას საქართველოში ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო ლუქმოდელს მენეჯმენტი წარადგენს. მნიშვნელოვანი წარმატებაა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოსთვის. ახლა მისი სააგენტოდან გუჩის ჩვენებაზე უკვე 2 ქართველი გოგონა არის გამოსული. მარიშა ურუშაძე გუჩისთან 1 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
გუჩის დღევანდელი ჩვენების ჩანაწერი