Sports Illustrated Swimsuit-ის ახალი ნომერში, რომელიც ზაფხულში გამოვა, პირველად იქნება აღბეჭდილი შავკანიანი და აზიელი ტრანსგენდერი ქალი. გამოცემა, რომელიც 1964 წლიდან ქვეყნდება, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ჟურნალად ითვლება.
“სფორთს ილუსთრეიდ სვიმსუითი“ გაყიდვაში ყოველწლიურად გამოდის. წლების განმავლობაში,ეს გამოცემა, ვიქტორია სეკრეტთან ერთად, ყველაზე ხილვადი პლატფორმა იყო საცურაო კოსტუმების მოდელებისათვის. ჟურნალის სახელს უკავშირდება ბევრი ცნობილი მოდელის წარმატებული კარიერის დასაწყისი. მათ შორისაა ტაირა ბენქსი, რომელიც გასული საუკუნის 1990-იან წლებში, Sports Illustrated Swimsuit-ის პირველი აფრო-ამერიკელი სახე გახდა. ამ მნიშვნელოვანი მომენტიდან თითქმის 25 წლის შემდეგ, გამოცემას პირველი აფრო და აზიელი-ამერიკელი ტრანსგენდერი სახე ჰყავს. საცურაო კოსტიუმებში ლეინა ბლუმის პირველი ფოტოები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში და საზოგადოების მხრიდან მოწონებაც დაიმსახურა.
CNN- თან ინტერვიუში, ლეინამ აღნიშნა, რომ Sports Illustrated Swimsuit-ში მოხვედრა შესანიშნავი გრძნობა და დიდი მიღწევაა, თუმცა ტრანსგენდერი ადამიანების საკმარისი ხილვადობისათვის წინ კიდევ დიდი გზაა გასასვლელი, რაც ბევრ მუშაობას მოითხოვს.