ტრეისი ელის როსი მოდის 2019 წლის დაჯილდოების წამყვანი იქნება. სიახლეს ბრიტანეთის მოდის საბჭო ავრცელებს. დაჯილდოება 2 დეკემბერს ლონდონში გაიმართება. ინფორმაცია ნომინანტების შესახებ იხილეთ შემდეგ ლინკზე – Fashionholics/Fashion Awards 2019

ტრეისი ელის როსი დაბლიუს გარეკანზე

CFDA/Vogue Fashion Fund – ის 2019 წლის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქრისტოფერ როჯერსი ჯილსოს სახით 400,000 დოლარს და ექსპერტების მენტორობას მიიღებს.

წარსულში ეს ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ამერიკელ დიზაინერებს, როგორებიც არიან: ალექსანდრ ვენგი და პროენზა სქულერის ჯეკი & ლაზარო.

კაია გერბერი ქრისტოფერ ჯონ როჯერსის კაბაში

Star is Born – ის წარმატების შემდეგ, ლედი გაგა ახალ როლზე დამტკიცდა. როგორც CNN, WWD, VOGUE და სხვა გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, მომღერალი და მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ფილმში, რომელიც მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ იქნება. მაურიციო – რუდოლფ გუჩის ვაჟი და ბრენდის დამფუძნებლის, გუჩიო გუჩის შვილიშვილი, რომელიც 46 წლის ასაკში მოკლეს.

ფილმის სცენარი სარა გეი ფორდენის წიგნის,”The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed” – ის მიხედვით იქნება. როგორც ცნობილია, ლედი გაგა მაურიციო გუჩის ყოფილი ცოლის როლს შეასრულებს, რომელიც მოგვიანებით გუჩის მკვლელობისთვის იქნა მსჯავრდებული.

ლედი გაგა ოსკარის 2019 წლის დაჯილდოებაზე

HBO – მ რალფ ლორენის დოკუმენტური ფილმის თრეილერი გაავრცელა. “Very Ralph” ასეთი სახელწოდებით, ლეგენდარული დიზაინერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ზაფხულში დაანონსდა. რალფის თქმით, HBO – ს შეთავაზებას დათანხმდა, რადგან წელს თავისი ბრენდის 50 წლის იუბილე აღნიშნა და ახლა დოკუმენტური ფილმისთვის ყველაზე შესაფერისი დროა.

ფილმის პრემიერა HBO – ზე 12 ნოემბერს შედგება.

კიდევ ერთი ამერიკული ოცნება კრახით დასრულდა. გასულ კვირას Barneys New York  -ის გაყიდვის საბუთებს ხელი მოეწერა და კომპანია გაკოტრებულად ოფიციალურად გამოცხადდა. ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სავაჭრო დაწესებულების ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია თვეებია ვრცელდება, თუმცა ინდუსტრიის ინსაიდერებს და გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ბოლო წუთს რაღაც მოხდებოდა და ვითარება შეიცვლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოდაში ბარნსის უმნიშვნელოვანესი და ფეშენისტებისთვის საყვარელი თავიც დაიხურა.

Barneys New York

ბალენსიაგამ 2020 წლის რესორტ კატალოგი გაავრცელა, რომელიც დემნა გვასალიამ მყიდველებს ივლისში, ოტ კუტიურ მოდის კვირეულის დროს წარუდგინა. კატალოგში ვხედავთ ნაცნობ სილუეტებს და ძალიან ბევრ აქსესუარს, განსაკუთრებით ჩანთებს, რაშიც ბრენდის კომერციული მიზნები იკვეთება.

კატალოგი სრულად – Vogue / Balenciaga Resort 2020