ჟურნალი PEOPLE ექსკლუზივს ავრცელებს. გამოცემამ ლედი გაგა ახალ მეგობარ მამაკაცთან ერთად დააფიქსირა. ფოტოები ლოს-ანჯელესშია გადაღებული. ვარსკვლავის თანმხლები მამაკაცი დენ ჰორტონია. დენი ლედი გაგასთან აუდიო ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობს.
ლედი გაგა ყოფილ საქმროს ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2018 წელს დაშორდა. გაგას და კრისტიან კარინოს დაშორების შესახებ ჭორები გრემის დაჯიდლოებს შემდეგ გავრცელდა, სადაც მომღერალი საქმროს და ნიშნობის ბეჭდის გარეშე მივიდა, სამადლობელ სიტყვაში კი კრისტიანისთვის მადლობა არ გადაუხდია. წყვილის დაშორებას პოპულარული ფილმის და ალბომის A Star Is Born – ის გამოსვლა დაემთხვა, რომელშიც გაგა მთავარ როლს ბრედლი კუპერთან ერთად ასრულებს. საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ბრედლის და ლედი გაგას შესაძლო ურთიერთობაც დაიჯერა. ჭორები კუპერის და რუსი ტოპ მოდელი, ირინა შეიკის დაშორებამ კიდევ უფრო გაამყარა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ლედი გაგა სასიყვარულო სამკუთხედში ყოფნას არ აპირებს.