იტალიაში რიდლი სკოტის ხმაურიანად დაანონსებული ფილმის – House of Gucci-ის გაგაღებები მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ. სიუჟეტი ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. ლედი გაგა სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის – პატრიცია რეჯიანის როლს ასრულებს. ფილმის პრემიერის თარიღმა პანდემიის გამო გადაიწია, თუმცა, შემოქმედებითი ჯგუფი ამჯერად გადაღებების აქტიურ ეტაპზეა – ამაში მარტივად დაგარწმუნებთ კადრები, რომლებიც ფოტოების სახით პერიოდულად ვრცელდება გადასაღები მოედნიდან.

სანამ ფილმის პირველ ოფიციალურ ტრეილერს ვნახავთ და მსახიობების შეცვლილი იმიჯიც მეტად თვალსაჩინო გახდება, თვალი გადავავლოთ მთავარი როლის შემსრულებლების გავრცელებულ ლუქებს House of Gucci-ის გადასაღები მოედნიდან.