ლუი ვიტონმა ჩანთა ‘Capucines’-ის ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა, რომელშიც ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ მონაწილეობს.

“კამპანია ქალისა და თავისი ჩანთის ახლო ურთიერთობას ასახავს და Capucines-ის მარადიულ ელეგანტურობას უსვამს ხაზს,” – ნათქვამია მოდის სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

აღნიშნული ჩანთა ლუი ვიტონმა 2013 წელს გამოუშვა. მისი სახელი იმ ქუჩის სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომელზეც ბრენდი პირველად დაფუძნდა – Rue Neuve des Capucines. ჩანთის უმაღლესი ხარისხი, საგულდაგულოდ დამუშავებული დეტალები, ასეულობით საჭირო ეტაპი თითოეული მოდელის სრულყოფისთვის და მოთხოვნადი დიზაინი ამ აქსესუარს LV-ში მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს, რაზეც ეს კამპანიაც მოწმობს.

ნიკოლა ჟესქიერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, კამპანია ლეგენდარულმა მოდის ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა გადაიღო, გადაღებაზე სტილისტად კი Marie-Amélie Sauvé-მ იმუშავა.

“Capucines ფრანგული savoir-faire-ს ესენციას წარმოადგენს,” – ამბობს ლეა, რომელიც უკვე მეხუთე წელია აქტიურად თანამშრომლობს ფრაგულ მოდის სახლთან. “LV ყველაზე საკულტო ბრენდია. ნიკოლასთან მუშაობა ყოველთვის დიდი პატივია. ჩემთვის საამაყოა Capucines-ს სახედ ყოფნა. ეს ჩანთა მიყვარს და სულ ვატარებ.”