“Girlboss”-ის ტრენდი, შესაძლოა, ჩავლილად მივიჩნიოთ, თუმცა ამ სტილის გარდერობი ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროფესიული, საოფისე, მკაცრი და მამაკაცური შარვალ-კოსტიუმის ასობით ვარიაცია 2022 წლის ყველაზე პოპულარული, თუმცა “ჩუმი” ტრენდი გახდა. „ბარბიქორთან“ შედარებით, პიჯაკების, ჟილეტებისა და კლასიკური შარვლების სამეულები ნაკლებად თვალშისაცემია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოდური განცხადების გასაკეთებლად, საკმარისზე მეტიცაა.
სელებრითებმა პიჯაკების მიმართ სიყვარული გასულ წელს წითელ ხალიჩებზე ხშირი გამოჩენებით დაამტკიცეს. როდესაც გახმაურებული ფილმის, “Blonde”-ის ნიუ-იორკის პრემიერაზე ანა დე არმასი ბრუნელო კუჩინელის მბზინავ სამეულში გამოჩნდა, ის მომენტალურად მოექცა ყურადღების ცენტრში, არა მარტო იმიტომ, რომ იგი ფილმის მთავარ გმირს ასახიერებდა.
ანა დე არმასის მსგავსად, მკაცრი კოსტიუმები ცნობილმა ადამიანებმა სხვადასხვა ხერხით „გაამხიარულეს“, მაგალითად კიკი პალმერის Act N.1-ის შავი შარვალ-კოსტიუმი ლურჯი ტიულის უზარმაზარი ორნამენტით იყო მორთული. SXSW-ის ფესტივალზე დაკოტა ჯონსონმა გუჩის ულამაზეს პრინტიანი კოსტიუმი მორგო. აღსანიშნავია ქეით ბლანშეტის ლუქიც, პინოქიოს ლონდონის პრემიერაზე, სადაც მსახიობს Alexander McQueen-ის თეთრი პიჯაკი და კოსტიუმი ეცვა აბსტრაქტული პრინტით.
გთავაზობთ ლუქებს გასული წლის ღონისძიებებიდან, როდესაც ცნობილმა ადამიანებმა კაბებს თუ ტრადიციულ სამოსს პიჯაკის და შარვლის ჩაცმა ამჯობინეს: