კანადელმა ტოპ მოდელმა, კოკო როშამ ინსტაგრამის საშუალებით სასიხარულო სიახლე გაავრცელა. ტოპ მოდელი მესამე ბავშვს ელოდება. გაზვიადებული არ იქნება, თუ დავწერთ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოდის ინდუსტრიაში, ორსული ტოპ მოდელები ერთადერთი კარგი სიახლეა.

კოკო როშა 1988 წლის 10 სექტემბერს ტორონტოში დაიბადა. სამოდელო კარიერა 2002 წელს დაიწყო, როდესაც ირლანდიური ცეკვების კლასზე აგენტებმა შენიშნეს. კოკომ საერთაშორისო აღიარება სტივენ მეისელთან დაწყებული თანამშრომლობით მოიპოვა. ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა როშას ექსკლუზიური კონტრაქტი გაუფორმა. რამაც განაპირობა როშას იტალიური ვოგის გარეკანზე და პრადას კამპანიებში მოხვედრა. მას შემდეგ, კოკო როშა სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპ მოდელია.

2010 წლიდან კოკო დაქორწინებულია ხელოვან ჯეიმს კონრანზე. წყვილს პირველი შვილი 2015 წელს შეეძინა. 2017 წლის დეკემბერში კოკომ მეორე შვილზე ორსულობა გაასაჯაროვა. როშა და კონრანი მესამე ბავშვის მშობლები 2020 წლის მიწურულს გახდებიან.