იტალიურმა ვოგმა 2021 წლის აპრილის ნომერი გამოაქვეყნა, რომელსაც ტრადიციულად, რამდენიმე ვარსკვლავი ამშვენებს. როგორც ემანუელე ფარნეტი იუწყება, აპრილში, Vogue Italia-ს მიწვეული რედაქტორი ეყოლება – კიმ ჯონსი, დიორის მამაკაცის, ხოლო ფენდის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი. სანამ ბრიტანელი დიზაინერი დიორში მივიდოდა, მამაკაცის ხაზს შემოქმედებითად ლუი ვიტონშიც ხელმძღვანელობდა, თუმცა ქალის კოლექციებზე 2004 წლის შემდეგ არ უმუშავია. ფენდისთვის მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლექციამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება დაიმსახურა, ჯონსი ახლა იმ იშვიათი დიზაინერებიდან ერთ-ერთია, რომლებიც ერთდროულად, 2 ცნობილ ბრენდს ხელმძღვანელობენ.

Kim Jones

Vogue იტალია აპრილი 2021

#1 გარეკანზე: Demi Moore.

#2 გარეკანზე: Stella Jones.

#3 გარეკანზე: Natalia Vodianova.

#4 გარეკანზე: Malika Louback, Amar Akway, Skarla Ali.

#5 გარეკანზე: Selena Forrest & Binx Walton.