როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ტყავისა და ტყავის იმიტაციისაგან შეკერილი მოსაცმელების ტარება აკრძალა. 2019 წლიდან, ჩენ ინი ხშირად ჩნდება ტყავის თრენჩით. როგორც ჩანს, ეს მოდელი თავის პერსონალურ იმიჯად მიაჩნია და სურს, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მისი სტილი არ მიითვისონ.

მიუხედავად იმისა, რომ ტყავის სამოსი ჩრდილოეთ კორეაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს, თრენჩი გნსაკუთრებულ ტრენდად მას შემდეგ იქცა, რაც ამ მოდელით კიმ ჩენ ინმა დაიწყო საზოგადოების წინაშე გამოჩენა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ განკარგულების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას თავად ქვეყნის პოლიცია ადევნებს თვალს და მათი სამიზნეები არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ დიზაინერები და ტანისამოსის მწარმოებელი კომპანიებიც გახდნენ.