კიმ კარდაშიანმა საცვლების ხაზი SKIMS სულ რაღაც 2019 წელს დააარსა, თუმცა 1 წლის განმავლობაში კომპანიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე გაფართოების მიზნით, 14 დეკემბრიდან, SKIMS რეგიონის ლუქს ბრენდების ონლაინ მაღაზიაში Ounass-ში გაიყიდება.

Skims

“ძალიან მიხარია რომ SKIMS-ს მსოფლიოში უფრო და უფრო ფართოვდება. სულმოუთქმელად ველი, თუ როდის შეძლებენ Ounass-ის მომხმარებლები ჩვენი პროდუქტების შეძენას.” განაცხადა კიმ კარდაშიანმა არაბულ ვოგთან საუბარში. “მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდიდი სხვადასხვა გზას, თუ როგორ გამომეყენებინა მაგალითად წებოვანი ლენტი სხეულის ფორმის შესაცვლელად, ვხედავდი, რომ არავინ გვთავაზობდა იმას, რაც ბევრ ქალს გვჭირდებოდა და ასე დაიბადა SKIMS-ის შექმნის იდეა.”

Skims
Skims Velour Collection

კომპანია საცვლებიდან მალევე გაფართოვდა სახლის სამოსის გამოშვებაზე, რამაც SKIMS-ს კორონავირუსის ერაში განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. “ჩვენი იდეა იყო ხელმისაწვდომობა ყველასთვის კანის ფერის, ასაკის და წონის მიუხედავად. გვინდა SKIMS-ის ყველა მომხმარებელი თავდაჯერებული იყოს.”