ვარსკვლავს ჯილდო People’s Choice Awards-ზე გადაეცა. დაჯილდოება კალიფორნიაში, Barker Hangar-ის სივრცეში გაიმართა. კარდაშიანმა გასული თვეების ტრადიცია არ დაარღვია და საზოგადოების წინაშე კვლავაც დემნა გვასალიას კოლექციით გამოჩნდა.

Balenciaga გაზაფხული/ზაფხული 2022

სიტყვით გამოსვლისას, კიმმა მადლობა გადაუხადა ზაქ პოზენს, რიკარდო ტიშის და ოლივერ რუსტანს – მაღალი მოდის იმ დიზაინერებს, რომლებიც დათანხმდნენ კიმთან თანამშრომლობას მაშინ, როდესაც კარდაშიანის შემოსვა არავის სურდა.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა თავის ყოფილ მეუღლეს, ქანიე უესტსაც. სწორედ ქანიემ წარუდგინა კიმი მოდის სამყაროს.