საერთაშორისო მედიის ცნობით, კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს ცხრა თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. როგორც გამოცემა Insider წერს, კიმი და პიტი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ, დაშორების მიზეზი კი, გადატვირთული განრიგის გამო, ერთმანეთისგან შორს ყოფნა იყო.




შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, კიმ კარდაშიანი ქანიე ვესტს ოფიციალურად დაშორდა. განქორწინების ინიციატორი თავად კიმი იყო. განქორწინებიდან მალევე, კარდაშიანი და დევიდსონი ერთად SNL-ში გამოჩნდნენ, სადაც მათ სკეჩში მიიღეს მონაწილეობა. მას შემდეგ, სოციალურ მედიაში ხშირად ჩნდებოდა მათი ერთობლივი ფოტოები, მოგვიანებით კი, წყვილმა საადასტურა, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ.
დაშორების შესახებ, კიმ კრდაშიანის და პიტ დევიდსონის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.