აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ფართომასშტაბიანი ომის სახეს იღებს. სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის რეგიონში 27 სექტემბერს დილით აღდგა. საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული – არიან დაღუპულები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჯერჯერობით სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ თანხმდებიან.

შექმნილ მძიმე მდგომარეობას ეხმაურება სომხური წარმომავლობის ამერიკელი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიან-უესტი, რომელიც ფეისბუქის, ტვიტერის და ინსტაგრამის მრავალმილიონიან პლატფორმებზე აქვეყნებს ვიდეოს, რათა თავის გამომწერებს ხმა მიაწვდინოს იმის შესახებ, თუ „რა ხდება სომხეთში“.

სომხეთს მხარდაჭერა კიმის მეორე ნახევარმა, კანიე ვესტმაც გამოუცხადა. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, განხილვადი და ცნობილი რეპერი წერს:

„ვლოცულობ სომხეთისთვის, ბრიონა ტეილორის ოჯახისთვის, მსოფლიოსთვის, რომელსაც პანდემია ანადგურებს. ღმერთს ვთხოვ, ჩვენ და ჩვენი ოჯახები დაგვიფაროს“.