რეალითი შოუს მეგა-ვარსკვლავის ბოლოდროინდელი ლუქები გვარწმუნებს, რომ კარდაშიანი სტილის ცვლილებას ჯერ კვლავ არ გეგმავს.
მიუხედავად დოლჩე & გაბანასთან დაწყებული თანამშრომლობისა, კიმს ყველაზე ხშირად ისევ და ისევ ბალენსიაგას კოსტიუმებში ვხედავთ, თუმცა ამჯერად, ვარსკვლავმა არჩევანი განსხვავებულ ფერზე შეაჩერა. 2022 წლის Baby2Baby გალა საღამოზე კიმმა ფრანგული მოდის სახლის ვარდისფერი კაბა მოირგო.
ვარდისფერი კაბა ბალენსიაგას ახალი კოლექციიდან არის, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, დემნამ პარიზში 2 ოქტომბერს წარადგინა.