რუსეთსა და უკრაინის შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, კიევში საიუბილეო, 50-ე მოდის კვირეული ჩატარდა. 4 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, უკრაინის დედაქალაქში ახალი კოლექცია 35-მა დიზაინერმა წარადგინა.
ჩვენებების უმეტესობა ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა, მათ შორის აღსანიშნავია სერგეი ბიზოვის, ვიქტორ ანისიმოვის, ოლენა ვოროჟბიტისა და ტატიანა ზემსკოვას ჩვენებები, რომლებიც 25 წლის წინ კიევის მოდის კვირეულის სადებიუტო სეზონის მონაცილეებიც იყვნენ.
კიევის მოდის კვირეულის სადებიუტო სეზონი 1997 წელს ჩატარდა, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი პირველი მოდური ღონისძიებაა.
კოლექციების ნახვა სრულად შეგიძლიათ უკრაინული მოდის კვირეულის ოფიციალურ საიტზე.