ივ სან ლორანის 2019 წლის შემდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციას რეკლამას კიანუ რივზი უწევს. კამპანიისთვის 54 წლის მსახიობი დევიდ სიმსმა გადაიღო.
პირველ ფოტოზე მას ავიატორის სათვალეებში, შავ პერანგსა და პიჯაკში გამოწყობილს ვხედავთ, მეორე ფოტოზე კი ტყავის ქურთუკში და შავ ჯინსის შარვალში გვევლინება.
ივ სან ლორანის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ენტონი ვაკარელოა, რომელიც ბრენდის იმიჯ მეიქერის და სამხატვრო ხელმძღვანელის როლსაც ითავსებს.
წინა სეზონზე ენტონის სან ლორანისთვის შექმნილი მამაკაცის კოლექციის სახე ტრევის სკოტი იყო.