კენდალ ჯენერმა კიმ კარდაშიანის ბრენდთან – KKW-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, სუნამოს სამი ახალი არომატი გამოუშვა. სუნამოები ბევრი ადამიანისათვის საყვარელი ჰობით – ცხენოსნობით არის შთაგონებული.

როგორც კენდალმა დაახასიათა, პროდუქტების შექმნისას, თავისი საყვარელი არომატები გამოიყენა – ხაზი აერთიანებს ვანილის, ვარდის, ჟასმინის, წიწაკის მარცვლების და სხვა მცენარეებისა, თუ ბუნებრივი ინგრედიენტების მრავალფეროვან სურნელს. სუნამოები 25 მარტიდან გაიყიდება და თითოეულის ღირებულება 40 დოლარი იქნება.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, კენდალმა და კიმ კარდაშიანმა ერთობლივი ფოტოსესია მოაწყვეს. როგორც კიმმა ინსტაგრამის მეშვეობით თავის გამომწერებს მიმართა, ეს ხაზი განსხვავდება ყველა იმ სუნმოსაგან, რაც KKW-ს აქამდე გამოუშვია. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიმ კარდაშიანი თავისი ბრენდის ფარგლებში, ოჯახის წევრთან თანამშრომლობს – სხვადასხვა დროს, მომხმარებელმა უკვე იხილა კოლაბორაცია კაილისთან, კორტნისთან, ქლოისთან და კრის ჯენერთან.