ჟივანში თავის გაზაფხული/ზაფხულის 2020-ის მამაკაცის კოლექციას პიტი უომოზე წარადგენს
პიტი უომო კაცების სამოსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც წელიწადში ორჯერ ფლორენციაში ტარდება. გაზაფხული/ზაფხული 2020 სეზონზე მიწვეული დიზაინერი ჟივანშის კლერ უაით კელერია. როგორც ცნობილია, კელერი ჩვენებას 12 ივნის-პიტი უომოს დაწყებიდან მეორე დღეს გამართავს.
ბრიტანელი დიზაინერისგან, რომელიც ჟივანშის 2017 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს, უკვე ვიხილეთ ქალის ready-to-wear და ოტ-კუტიურ ჩვენებები, სადაც ქალისა და კაცის კოლექცია გაერთიანებული იყო. ეს არის პირველი შემთხვევა ბრენდის ისტორიაში, როდესაც ოტ კუტიურზე მამაკაცის სამოსიც იქნა წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება კელერის მამაკაცის პირველი კოლექცია შოუს სახით, რადგან დიზაინერმა იანვარში შემოდგომა/ზამთარი 2019 – ის კოლექცია ლუქბუქის სახით წარადგინა.
‘’იანვარი წიგნის პირველი თავი იყო. პიტი არის შესაძლებლობა , რომ ამ ნაბიჯის შემდეგ უფრო ფართო კოლექცია წარვადგინო, რაც მეც საშუალებას მაძლევს გამოხატო, თუ რისი გაკეთება მსურს და ასევე გამოვამჟღავნო რა მინდა ჟივანშის კაცისთვის’’- ამბობს კლერ უაით კელერი WWD-სთან ინტერვიუში.
რას ყიდულობენ ყველაზე მეტად შემოდგომა/ზამთრის 2019 წლის სეზონიდან?
ამ სეზონზე ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში ბევრი რამ ვიხილეთ, დაწყებული ახალი ტრენდებიდან და დიზაინერების დებიუტებიდან (დენიელ ლი ბოთეგა ვენეტაში) დამთავრებული ბრენდის მიმართულებების შეცვლით (ედი სლიმანმა ყველა გაგვაკვირვა სელინისთვის წარდგენილი მეორე კოლექციით) და კარლ ლაგერფელდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩვენებით.
ალბათ, ყველას გვაინტერესებს თუ რომელი ბრენდები იქნებიან მყიდველთა ფავორიტები. მოდით, ვნახოთ რას ფიქრობენ ისეთი გავლენიანი საცალო გამყიდველები, როგორიცაა Net-A-Porter, 24 sevres, Elyse Walker, The Webster, თუ რომელი ჩვენებები იყო მეტად კომერციული და რომელი ბრენდის კოლექციები გაიყიდება წარმატებით:
ელიზაბეტ ვონ დერ გოლთზმა, ნეტ-ა-პორტერის გლობალური გაყიდების ხელმძღვანელმა, გაბრიელა ჰერსტის, იზაბელ მარანის, სტელა მაკარტნის, პაკო რაბანის, სიმონ როშას და დრის ვან ნოტენის კოლექციები გამოყო.
მოდ ბარრიონუევო, გაყიდვების ხელმძღვანელი 24 სევრში, კომერციულ შოუებად ბარბერის, სელინს, დიორს, ჟაკქომუსს, ლანვინს, ლუევეს, პაკო რაბანს, როქს, ვალენტინოსა და ლუი ვიტონს ასახელებს.
კორტნი გრანტის, ელის ვოლკერის ბაიერის, ფავორიტი კოლექციები იყო: იზაბელ მარანი, ნანუშკა, ოფ-უაითი, სან ლორანი.
ლორ ჰერიარდი, ვებსტერის დამმარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჰაიდერ აკერმანის, ბალენსიაგას, შანელის, ჟივანშის, ჯეი დაბლიუ ანდერსონის, პაკო რაბანისა და პროენზა სქულერის ჩვენებებს გამოყოფს.
მარკ ჯეიკობსი ნირვანასგან საკულტო სმაილის სახის ლოგოს მოპარვას უარყოფს
დეკემბერში დიზაინერს ნირვანას წარმომადგენელმა ადვოკატებმა უჩივლეს და ბრალი დასდეს ბენდის სმაილის ლოგოს თაღლითურად გამოყენებაში. ლოგო პირველად ნირვანას ალბომის ‘’Nevermind’’-ის გამოსაშვებ წვეულებაზე იქნა წარდგენილი 1991.
მარკმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ლოგო, რომელიც მაისურებსა და წინდებზე იყო გამოსახული დიზაინერის Redux Grunge კოლექციისთვის, რომელიც ნოემბერში გამოუშვა, ბენდის ლოგოსგან განსხვავდება. ჯეიკობსის ადვოკატები თვლიან, რომ ნირვანა არ არის ლეგიტიმური მფლობელი მხიარული სახის ლოგოს და ბრენდს სულაც არ დაურღვევია საავტორო უფლებები. გარდა ამისა, ნირვანას ლოგოსგან განხვავებით მარკის ლოგოს თვალების ნაცვლად, ბრენდის ინიციალები M და J აქვს გამოყენებული, ასევე განსხვავდება წარწერაც – მარკის ზედებს ‘’Heavenly’’ აწერია. მარკის ადვოკატები აცხადებენ, რომ დიზაინერმა უბრალოდ რეინტერპრეტაცია გაუკეთა ლოგოს დიზაინს.
შესადარებლად მარკს ცხრილის შევსებაც მოუწია, რომელსაც ზემოთ ხედავთ.
ვოგი და Bussines of Fashion შემოდგომა/ზამთრის ტოპ 10 კოლექციას ასახელებენ
შემოდგომა/ზამთრი 2019 წლის კოლექციებით მოდაში კიდევ ერთი დეკადა დაიხურა. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოდა ახალ თავს კარლ ლაგერფელდის გარეშე იწყებს. ამ კვირას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კელვინ კლაინი Ready-To-Wear შოუებს აუქმებს. ლაგერფელდის დანიშვნამ შანელში 1983, საფუძველი ჩაუყარა კრეტიული ხელმძღვანელების სისტემას, რომლის მიხედვითაც მოდის ინდუსტრია კვლავ მუშაობს, კელვინ კლაინის ეს განცხადება კი ამ სისტემის მომავალსაც კითხვის ქვეშ აყენებს.
სანამ მოდაში ახალი დეკადა დაიწყება, გადავხედოთ ვოგის ფავორიტ კოლექციებს
ფავორიტი კოლექციების ათეული შემოგვთავაზა Bussiness of fashion-მაც. მათ სიაში მოხვდნენ: კომ დე გაღსონი, პრადა, ლუევე, ვიქტორია ბექჰემი, ბალენსიაგა, მარჯიელა, მარკ ჯეიკობსი, შანელი, ჯეი დაბლიუ ანდერსონი და რიკ ოუენსი.
ასევე BOF-მა პოდკასტი გაავრცელა, სადაც მოდის კრიტიკოსი ტიმ ბლენქსი და ირმან ამედი, BOF-ის დამფუძნებბელი, ამ სეზონის ტოპ 10 კოლექციას განიხილავენ და გასულ თვეებში მომხდარ რასიზმთან დაკავშირებულ ამბებს ეხებიან. შეგახსენებთ, გუჩი და პრადა იყვნენ ბრენდები, რომლებიც რასიზმში დაადანაშაულეს და ორივე ბრენდმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.
პოდკასტის ლინკი
‘’კენდალი მრავალმხრივ ლინდა ევანჯელისტას მაგონებს’’ – ანა ვინტური
დიახ, არ გეჩევენებათ, ეს სიტყვები მართლა ამერიკული ვოგის რედაქტორს, ანა ვინტურს ეკუთვნის.
როგორც მოგეხსენებათ, ვოგმა წამოიწყო ახალი პლატფორმა ”მიდი, შეეკითხე ანას,’’ სადაც ვოგის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური უცნობი ადამიანების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ახალ ვიდეოში ანამ კარდაშიანებზე ისაუბრა და თქვა რომ კენდალი მრავალმხრივ ლინდა ევანჯელისტას აგონებს, რადგან ლინდას სიამოვნებდა მოდელობა და კენდალისგანაც იმავეს გრძნობს.
მოულოდნელი განცხადებაა, ერთადერთი რა საერთოც შესაძლოა ლინდასა და კენდალს ჰქონდეთ სამუშაოს არჩევის საშუალებაა:
”ჩვენ (იგულისხმება ლინდა და კრისტი) დღეში 10000 დოლარზე ნაკლებად ლოგინადაც არ ვდგებით” -ეს სიტყვები ლინდა ევანჯელისტამ თქვა 1990 წელს ვოგთან ინტევიუში, როდესაც ლინდა და კრისტი თავიანთი დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები იყვნენ.
მართალია კენდალს ზუსტად იგივე არ უთქვამს, მაგრამ Love Magazine-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი კარიერის დასაწყისიდანვე ძალიან სელექტიურები იყვნენ სამუშაოსთან დაკავშირებით და თავის კოლეგა მოდელებიც უხეშად მოიხსენია(”არასოდეს ვყოფილვარ იმ გოგოებს შორის, რომლებიც სეზონზე 30 ჩვენებაზე გამოდიოდნენ თუ რა ჯანდაბასაც ისინი აკეთებენ”). განსხვავება ამ ორ გამონათქვამს შორის ის არის, რომ ლინდამ თავისი შრომის შედეგად დაიმსახურა არჩევანის საშუალება, როცა კენდალი თავიდანვე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა რაც ბუნებრივია აჩენს კითხვას, რამდენად ადეკვატურია მათი მსგავსება, თუნდაც თავიანთი საქმის სიყვარულით, მაშინ, როდესაც კენდალი პოდიუმზე თითქმის აღარც ჩანს და მისი სამოდელო კარიერა წინ არ მიდის.
შეგახსენებთ, რომ ვინტური იყო პირველი რედაქტორი, რომელმაც კარდაშიანები მოდაში მიიღო, როდესაც კიმი და კანიე ვოგის ყდაზე მოახვედრა 2014 წელს.