2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დიზაინერი რაფ სიმონსი კელვინ კლაინს კონტრაქტის ამოწურვამდე 8 თვით ადრე ტოვებდა. რაფის წასვლის შემდეგ კომპანიამ 205W39NYC ხაზის კოლექციების გამოშვება შეწყვიტა და მედისონ ავენიუზე მდებარე მთავარი მაღაზიაც დახურა. მიუხადავად ასეთი რთული ვითარებისა, კელვინ კლაინის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო. WWD-სთან ინტერვიუში ბრენდის მფლობელი კომპანიის, PVH Corp-ის თავჯდომარემ და კომპანიის პრეზიდენტმა, Emanuel Chirico-მ განაცხადა, რომ წინა მაჩვენებელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები გაუმჯობესდა.
‘’კელვინ კლაინის საწყისი შედეგებით კმაყოფილები ვართ… წარმატებული პირველი ნაბიჯია. შონ მენდესის მონაწილეობით S/S 2019 კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოყვა. მომხმარებლებისგან რეაქციები გაყიდვებსა და რეკლამირებაზე ზუსტად ისეთივეა, როგორიც წარსულში იყო… როცა შეცდომას დაუშვებ, ჯობს სწრაფად დაასრულო და პროგრესი განაგრძო. ვფიქრობ, ზუსტად ეს ვცადეთ, ნათლად ავხსენით ის სტრატეგიები, რომლებითაც ვაპირებთ მუშაობას’’- განაცხადა Emanuel Chirico-მ
როგორც ცნობილია, PVH Corp-ს კლაინის რებრენდინგი 240 მილიონი დოლარი დაუჯდება. Calvin Klein 205W39NYC-ის პრეზიდენტი მიშელ-კესლერ სანდერსი ბრენდს ივნისში დატოვებს, მასთან ერთად სამსახურს დატოვებს ნიუ-იორკის და მილანის ოფისებში დასაქმებული ასი ადამიანი. PVH Corp-ს 65 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტისთვის, 55 მილიონის 205W39NYC ხაზისა და მთავარი მაღაზიის დახურვისთვის, 45 მილიონის კი იჯარისთვის და მეიჯარეებთან კონტრაქტის გაუქმებისთვის.