ივ სენ ლორანის დიდი ხნის მუზა კატრინ დენევი Saint Laurent-ის მოდის სახლის ახალი სახეა. ფრანგი მსახიობი, რომელიც განსაკუთრებით კარგად გვახსოვს ფილმიდან “Belle de Jour,” რომელშიც სენ ლორანის მარადიული სტილი შეუდარებლად წარმოაჩინა, უკვე მრავალი წელია ამ ბრენდთან ასოცირდება.
ამჯერად მან დევიდ სიმსის ობიექტივში ენტონი ვაკარელოს ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილი კლასიკური შავი თრენჩი მოირგო და შავ-თეთრი კადრებით YSL-ის მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ უკვდავყო.
Saint Laurent გაზაფხული 2021
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ენტონი ვაკარელო
ფოტოგრაფი: დევიდ სიმსი

კამპანიის ვიდეო