კარლ ლაგერფელდის შესახემ მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ცოტა ადამიანი თუ იცნობდა მას ისე, როგორც მისი პირადიდ ასისტენტი სებასტიენ ჟონდო. სებასტიენმა ფრანგ ჟურნალისტთან ვირჟინი მუზატთან ერთად მემუარებზე დაფუძნებული ბიოგრაფიული წიგნი გამოუშვა სახელად Ça va, cher Karl? (როგორ ხარ, ძვირფასო კარლ?)

Chanel, resort 2011 Photo: Courtesy of Chanel

“წიგნი მოდაზე არ არის, ის ადამიანებზეა,” ამბობს ვირჟინი, “წიგნში აღწერილია სებასტიენის ერთგულება კარლის მიმართ, რომელსაც ის ახლაც კი გრძნობს. კარლი სებასტიენისთვის ყველაფერი იყო.” წიგნში სებასტიენი ყვება კარლთან შეხვედრაზე, რასაც ის “ასტეროიდთან შეჯახებას” ადარებს.

სებასტიენს სპორტი ყოველთვის აინტერესებდა და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო. ის ლაგერფელდს 16 წლის ასაკში, შემთხვევით შეხვდა, როდესაც მამამისის გადაზიდვების კომპანიაში მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ, მათი გზები ისევ გადაიკვეთა და სებასტიენმა გაბედა კარლისთვის სამსახური ეთხოვა. თავიდან ის მისი პირადი დაცვა და მძღოლი იყო, თუმცა მალევე პირადი ასისტენტი გახდა. კარლი სებასტიენისთვის მამასავით იყო, “ჩემს ცხოვრებაში კარლი სტაბილურობის ელემენტია,” ამბობს ჟონდო, “მან ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს უთხრა, რომ მე მისთვის შვილივით ვარ. ძალიან მენატრება.”

Chanel, spring 2016 Photo: Yannis Vlamos / Indigitalimages.com

ლაგერფელდის პროტეჟეს ცხოვრება სავსე იყო ფუფუნებით, პირადი თვითმფრინავები, ძვირიანი სამოსი, მოგზაურობა.. თუმცა სებასტიენი ამბობს, რომ სწორედ ეს ეხმარებოდა მას “მიწაზე მყარად მდგარიყო”.

“წიგნის მთავარი აზრია, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ შენ ჯანმრთელი ხარ და შენი საყვარელი ადამიანებიც კარგად გრძნობენ თავს, მაშინ ყველაფერი გაქვს. ხშირად მატერიალურად ვაზროვნებთ, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს.” ამბობს სებასტიენი.